ჟოზე მოურინიო: "ჩემპიონატის დაწყებამდეც ცხადი იყო, რომ გალათასარაი ჩემპიონი გახდებოდა"
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
თურქეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში, "ფენერბაჰჩემ" "ბეშიქთაშს" უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი მატჩი მინიმალური სხვაობით დათმო, რითაც ჩემპიონობის შანსები პრაქტიკულად დაკარგა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა მარცხზე ისაუბრა და მორიგ სკანდალში გაეხვა - იგი თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას "გალათასარაის" მიმართ მიკერძოებაში ადანაშაულებს.
„როდესაც შენი ზოგიერთი მოთამაშე საკმარისად კარგად არ თამაშობს, ეს შენს ხასიათსა და მატჩის მიმდინარეობაზეც აისახება.
თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ მოვიგებთ თუ არა, სადაც საჭიროა იქ უკვე გადაწყვეტილი იყო, ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე, თუ ვინ უნდა გამხდარიყო ჩემპიონი და ეს ბევრ რამეში აისახება - VAR-ისა და მსაჯის უცნაური და უაზრო გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ.
ძალიან დავიღალე ამაზე საუბრით, თუმცა რა ვქნა - მე ძალაუფლება არ მაქვს, არაფერი იცვლება, მაგრამ ასეთია სიტუაცია, ასეთია სიმართლე.“ - ჟოზე მოურინიო
წინ კიდევ 4 ტურია, თუმცა ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი გუნდი, ჩემპიონატის ლიდერ "გალათასარაის" 8 ქულით ჩამორჩება.