Belive

ჟორდი ალბა კარიერას ინტერ მაიამიში გააგრძელებს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' ყოფილი ფეხბურთელი, ჟორდი ალბა ,,ინტერ მაიამიში'' ითამაშებს.

ამერიკული გუნდის მფლობელის, ხორხე მასის თქმით, ესპანელი მცველი კლუბთან კონტრაქტს დღეს გააფორმებს.

,,ინტერ მაიამიმ” რამდენიმე დღის წინ ალბას ყოფილი თანაგუნდელების – ლეო მესისა და სერხიო ბუსკეტსის ტრანსფერები დაადასტურა, დღეს კი დაიწერა, რომ გუნდი ლუის სუარესის გაფორმებასთანაც ახლოსაა.

ალბამ გასულ სეზონში ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები