Belive

"ჟოაუს დაბრუნება? შესაძლებელია" - გვარდიოლა კანსელუზე

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუხედავად იმისა, რომ ჟოაუ კანსელუს "სიტის" მაისური 2023 წლის შემდეგ არ მოურგია, პორტუგალიელი 2027 წლამდე "ქალაქელების" საკუთრებაშია. მანჩესტერიდან წასვლის შემდეგ, კანსელუმ 2022-2023 წლის სეზონი ჯერ "ბაიერნში" გაატარა. გასულ წელს კი "ბარსელონას" რიგებში იჯარის წესით ითამაშა. ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ, კანსელუ კვლავ "სიტისთან" ერთად ვარჯიშობს.

ინგლისურ მედიაში ვრცელდება ჭორები, რომ განაპირა მცველი გვარდიოლას გუნდში დაბრუნებას აპირებს. ამის შესახებ ესპანელმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ჟოაუ კანსელუს "სიტიში" დაბრუნება? დიახ, ეს შეიძლება მოხდეს. ის ჩვენთან ერთად ვარჯიშობს. შეიძლება დარჩეს, შეიძლება კვლავ იჯარით წავიდეს... ჯერჯერობით არაფერი ვიცი. ჟოაუ ჩვენთან ერთად არის და ვარჯიშებზეც საკმაოდ კარგად იქცევა. - განაცხადა პეპ გვარდიოლამ

შეგახსენებთ, რომ კანსელუმ "სიტის" რიგებში 154 შეხვედრა ჩაატარა. ამ პერიოდში პორტუგალიელმა მცველმა 9 გოლი და 21 ასისტი შეასრულა. "ქალაქელთა" რიგებში კანსელუმ ორი პრემიერ ლიგა და ორი ინგლისის ლიგის თასი მოიგო.

სხვა სტატიები