კარაგერს სჯერა, რომ ერლინგ ჰოლანდი კარიერაში 1000-ზე მეტ გოლს გაიტანს
ჯეიმი კარაგერმა, გუშინ, საკუთარ გადაცემაში, ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნორვეგიელი თავმდამსხმელი, კარიერას 1000-ზე მეტი გოლით დაასრულებს. გუშინ, მანჩესტერ სიტიმ, ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო და სტუმრად, "დრაგაუზე", პორტუ, ნორვეგიელის დუბლის წყალობით, 0:2 დაამარცხა. 26 წლის ფეხბურთელს, მანჩესტერ სიტიში, ამ დუბლით, 167 გოლი დაუგროვდა და სიტის ბომბარდირთა სიაში, მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ნორვეგიელს მხოლოდ ერიკ ბრუკი (177) და სერხიო აგუერო (260) უსწრებენ. კარაგერს მიაჩნია, რომ ჰოლანდისთვის, 1000-გოლიანი ზღვარის გადალახვა, სრულიად რეალურია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად შეუძლია მას კიდევ პროგრესირება და თამაშის ხარისხის გაუმჯობესება. CBS Sports-თან საუბრისას, ლივერპულის ლეგენდა ამ საკითხს შეეხო.
უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, რომ ჰოლანდმა 1000 გოლი ვერ გაიტანოს და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ვერ გახდეს. გოლებისა და სტატისტიკის თვალსაზრისით, მსგავსი რამ არასდროს მინახავს. ის, ამას, თითქმის ყოველ მატჩში აკეთებს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ყველაფერს უკვე რეგუალრული ხასიათი აქვს, მისი მიღწევები იმდენად მასშტაბურად აღარ აღიქმება. მან ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ნებისმიერი სხვა ფეხბურთელისთვის, ეს ძალიან კარგი შედეგი იქნებოდა. მის შემთხვევაში კი, ეს უკვე ჩვეულებირვი მოვლენაა. - ჯეიმი კარაგერი
ნორვეგიელის ანგარიშზე უკვე, 366 კარიერული გოლია. გარდა ამისა, ჰოლანდმა, რომელიც გუშინდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა, კიდევ ერთი უნიკალური მიღწევა დააფიქსირა. ნორვეგიელისთვის, პორტუს წინააღმდეგ გამართული შეხვედრა, ჩემპიონთა ლიგაზე, რიგით, 59-ე იყო, სადაც მან 59-ე ჩემპიონთალიგური გოლი გაიტნა. ერთ თამაშში, ჩემპიონთა ლიგაზე, ნორვეგიელს, საშუალოდ, 1 გოლი გააქვს. პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში, მანჩესტერულ დერბის ვიხილავთ, სადაც "ოლდ ტრაფორდზე" სიტი, იუნაიტედს უმასპინძლებს. ჰოლანდი, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაშიც შეეცდება საკუთარი ბრწყინვალე სტატისტიკის გაუმჯობესებას.
🎙️😳 Jamie Carragher on Haaland: "I just can't see Haaland not scoring 1,000 goals." pic.twitter.com/vD1IkhTnpF
— Kalshi FC (@KalshiFC) September 8, 2026