ლა ლიგის ისტორიაში პირველად - მადრიდის რეალმა ისტორია დაწერა...
ლა ლიგის 24-ე ტურში, მადრიდის რეალმა 'სანტიაგო ბერნაბეუზე' ბასკურ რეალ სოსიედადს უმასპინძლა, სადაც ძალიან მარტივად 4:1 დაამარცხა და დროებით ლა ლიგის ლიდერი გახდა.
კილიან მბაპეს არ ყოფნაში, 'სამეფო კლუბმა' მაინც ძალიან ლაღი და მარტივი გამარჯვება მოიპოვა - ამ მატჩში მადრიდის რეალმა ისტორიული ფაქტი დააფიქსირა, რაც აქამდე ლა ლიგის ისტორიაში არასოდეს მომხდარა.
კერძოდ, ლა ლიგის ისტორიაში, მადრიდის რეალი გახდა პირველი გუნდი, რომლემაც შეჯიბრის პირველ 24 ტურში 11-ჯერ შეძლო თერთმეტმეტრიანის გამოყენება.
🚨 𝗥𝗘𝗖𝗢𝗥𝗗: Real Madrid are the FIRST TEAM in history to score 11 penalties in their first 24 matchdays of a La Liga season. 🇪🇸⚽️ pic.twitter.com/ungdG47uB3
— Football Tweet ⚽ (@Footballtweet) February 15, 2026
მბაპეს არ ყოფნაში, სოსიედადთან 2 პენალტი ვინისიუსმა შეასრულა და ორივე გაიტანა, რითაც მადრიდის რეალმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და რამდენიმე დღის ლა ლიგას სათავეში ჩაუდგა.
'სამეფო კლუბის' ანგარიშზე 60 ქულაა და ბარსელონას 2 ქულით უსწრებენ, თუმცა თავის მხრივ, ბარსელონას სტუმრად ჟირონასთან აქვს სათამაშო და ფეხის დაცდენის შემთხვევაში მადრიდული გრანდი ლა ლიგას სათავეში ჩაუდგება.