Belive

ჟოაუ კანსელუს ირგვლივ მოვლენები საინტერესოდ ვითარდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუხედავად იმისა, რომ ჟოაუ კანსელუ ჯერ კიდევ "ბაიერნის" რიგებში ირიცხება, პორტუგალიელი კვლავ "სიტის" საკუთრებაში რჩება. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, "ქალაქელები" მის შენარჩუნებას არ აპირებენ და ზაფხულის სატრანფერო ფანჯარაზე გაყიდიან კიდეც. ბავარიელებს, 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ჟოაუს გამოსყიდვა შეეძლოთ, თუმცა, გერმანულმა კლუბმა ამაზე უარი თქვა.

სპორტულ მედიაში ისიც იწერება, რომ კანსელუ შესაძლოა "ბარსელონას" სამიზნეც გახდეს. ხავისთვის ახალი მარჯვენა მცველის დამატება პირველ ადგილზე დგას. თუმცა, როგორც სხვა შემთხვევებში, პორტუგალიელის კატალონიურ კლუბში ტრანსფერი დამოკიდებული იქნება გუნდის ეკონომიურ სიტუაციაზე. ფეარ პლეის წესებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ "ბარსელონა" ჟოაუს დამატებას იჯარის წესით შეეცდება.

აქვს უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანსელუ "არსენალისთვისაც" მთავარ სამიზნეს წარმოადგენს.

მიმდინარე სეზონში ჟოაუმ ბუნდესლიგაში 15 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები