ლივერპულმა სალაჰი დასაჯა - კლუბის ლეგენდა ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან ამოაგდეს
ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი მილანში, 'ჯუზეპე მეაცას' სტადიონზე გაიმართება, სადაც ადგილობრივი ინტერი ლივერპულს უმასპინძლებს.
ლივერპულის კრიზისი გრძელდება, 'მერსისაიდელები' ზედიზედ მეორე მატჩია გამარჯვებას ვერ ახერხებენ, ამ ყველაფერს კი ის დაემატა, რომ კლუბის ლეგენდამ, ეგვიპტელმა - მოჰამედ სალაჰმა, დღის წინ თქვა, რომ გუნდში თავისი როლით, მწვრთნელთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობით უკმაყოფილოა. ბრიტანული მედია აქტიურად ვარაუდობს, რომ უახლოეს პერიოდში ეგვიპტელი გუნდს შეიცვლის.
სწორედ ამ საუბრის და დაპირისპირების გამო, არნე სლოტმა და კლუბის მესვეუბრებმა გადაწყიტეს, რომ სალაჰი ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან ამოიღონ და ეგვიპტელი ფეხბურთელი დასაჯონ - მეტიც, იგი კლუბს მილანში არ გაჰყვება და ლივერპულში დარჩება.
🚨⚠️ Mo Salah could be out of Liverpool squad set to travel to Italy in order to face Inter on Tuesday.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 8, 2025
Internal discussions taking place after Salah’s strong words with final verdict to follow today.
Arne Slot will speak to the press later today. pic.twitter.com/NWLDD5tfyD
მოჰამედ სალაჰს ბოლო 3 მატჩში მხოლოდ 45 წუთი მიეცა სათამაშოდ. იგი ვესტ ჰემთან მატჩში სათადარიგოთა სკამზე დატოვეს, რის შემდეგაც მან განცხადება გააკეთა, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა მისი მდგომარეობა, საუბარს დაიწყებდა.
ამის შემდეგ იგი სანდერლენდთან მატჩში 45 წუთი ათამაშეს, შემდეგ კი ლიდსთან კვლავ სათადარიგოთა სკამზე დატოვეს, ამ ყველაფრის შემდეგ კი მან ის განცხადება გააკეთა, რის გამოც მას სჯიან.
შეგახსენებთ, რომ სანამ სალაჰსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის სიტუაციის დაძაბვამდე, ეგვიპტელ ლეგენდას უჩვეულოდ ცუდი სეზონი ჰქონდა - მას 13 პრემიერ ლიგურ თამაშში მხოლოდ 4 გოლი აქვს გატანილი.