Belive

"ჟოაუ ფელიქსს ატლეტიკოში თამაში არ სურს" - ენრიკე სერესო

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოლო დღეებში ჟოაუ ფელიქსის გარშემო დიდი მითქმა-მოთქმა არის. გავრცელდა ხმები, რომ პორტუგალიელს "ატლეტიკოს" დატოვება სურს. ახალგაზრდა ფეხბურთელს ბევრი მსურველი ჰყავს, თუმცა, ჭორების მიხედვით, თავად "ბარსელონაში" თამაში ხიბლავს. იმას, რომ ჟოაუს წასვლა უნდა მადრიდელთა პრეზიდენტის სიტყვებიც ადასტურებს:

ცხადია, რომ ჟოაუ ფელიქსს "ატლეტიკოში" თამაში არ სურს. უნდათ თუ არა სხვა გუნდებს მისი დამატება ეს უკვე სხვა თემაა. - ამბობს ენრიკე სერესო

AS-ის მტკიცებით ახალგაზრდა პორტუგალიელს "ბარსელონაში" თამაში ნამდვილად სურს, თუმცა, მას სათადარიგო გეგმაც სჭირდება. ეს კი პორტუგალიელისთვის არაბეთში წასვლაა. "ალ ჰილალი" ჟოაუს ერთწლიანი იჯარის წესის შეძენით ძალიან მოხარული იქნება. თუმცა. "ატლეტიკოს" მისი გაყიდვა და პრობლემის საბოლოოდ მოგვარება ურჩევნია. 

 

შეგახსენებთ, რომ ფელიქსი მადრიდულ კლუბს 2019/2020 წლების სეზონში შუერთდა. ამ დროის განმავლობაში მან წითელ-თეთრი მაისური 131-ჯერ მოირგო და ყველა ტურნირზე 34 გოლთან ერთად, 18 ასისტიც მიითვალა. 

სხვა სტატიები