Belive

დავიდ ალაბა: "რეალის გულშემატკივრები მეტს იმსახურებენ"

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში, მადრიდული დერბი გაიმართა. "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გამართულ მატჩში, "ატლეტიკომ" მადრიდის "რეალი" 3:1 დაამარცხა, რითიც "ბლანკოსის" 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა.

მიმდინარე სეზონში განცდილი პირველი მარცხის შემდეგ, დავიდ ალაბამ "რეალის" გულშემატკივრებს მოუბოდიშა და აღნიშნა, რომ ფანები მეტს იმსახურებენ.

მადრიდისტებო, ჩვენ ყველა გაცილებით მეტს ველოდით. ეს არ იყო ჩვენი თამაში, ეს არ იყო ჩემი თამასი. გუშინ იმედი გაგიცრუეთ, მაგრამ ვიბრძოლებთ და დავბრუნდებით კიდევ უფრო ძლიერები, რათა ყველას ვაჩვენოთ, თუ რას ნიშნავს მადრიდის "რეალი". - დავიდ ალაბა,

სხვა სტატიები