Belive

ჟოაო ფელიქსი: "ბერნარდუ სილვა ხშირად მეკითხება ბარსელონაზე, მას აქ სურს თამაში..."

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" მარცხენა შემტევმა - ჟოაო ფელიქსმა, ესპანურ გამოცემა "Jijantes"-თან, თავის თანამემამულეზე - ბერნარდუ სილვაზე ისაუბრა.

ფელიქსმა აღნიშნა, რომ ბერნარდუ სილვას ძალიან სურს "ბარსელონაში" თამაში.

"იმედი მაქვს, ბარსელონა ბერნარდუ სილვასთან კონტრაქტზე შეთანხმდება და მოაწერს ხელს. ის საუკეთესო მოთამაშე და საუკეთესო ბიჭია.

ის ყოველთვის მეკითხება ბარსელონაზე, რადგან მისი ოჯახი აქ ცხოვრობს და ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი ბავშვობიდან ამ კლუბის დიდი გულშემატკივარია.

მე მას ვესაუბრე, მან კი მითხრა, რომ თუ ყველაფერი იდეალურად იქნება და "ბარსელონა" მისით კიდევ ერთხელ დაინტერესდება, ის მზად არის, რომ შემოგვიერთდეს..." - ჟოაო ფელიქსი

შეგახსენებთ, რომ ჟოაო ფელიქსი "ბარსელონაში" იჯარის წესით თამაშობს. მან კატალონიური კლუბის მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, სადაც 9-ჯერ შეძლო მეტოქეების კარის აღება, ხოლო 6-ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასევე შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "ბარსელონა" დაინტერესებული იყო ბერნარდუ სილვას შეძენით, თუმცა საბოლოოდ, პორტუგალიელ ფეხბურთელს ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.

სხვა სტატიები