"ჩემი საქმეა, რომ მათ ნიჭის გამოვლენაში დავეხმარო" - ლევანდოვსკი
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგის 2024/25 წლების სეზონი კატალონიურმა გრანდმა ბრწყინვალედ დაიწყო - "ბარსელონამ" საწყის 9 ტურში, 8 მატჩის მოგება შეძლო და სატურნირო ცხრილის სათავეშია.
დიდებულ ფორმაშია "ბლაუგრანას" პოლონელი შემტევი, რომელმაც 9 მატჩში 10 გოლი გაიტანა და თანაგუნდელები 2 საგოლე გადაცემით მოამარაგა. კარგ სათამაშო ფორმას კი რობერტ ლევანდოვსკი იმ ცვლილებებს მიაწერს, რომელიც სავარჯიშო პროცესში შეიტანა.
გასული სეზონის ბოლოსა და მიმდინარეს დასაწყისში, ჩემი ვარჯიშის გარკვეულ ასპექტებში ცვლილებები შევიტანე. ასევე, გუნდში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს და მჯერა, ჩემი მოვალეობაა, რომ მათ შესაძლებლობების გამოვლენაში დავეხმარო. - რობერტ ლევანდოვსკი.
ლა ლიგის მე-10 ტურის მატჩს, "ბარსელონა" 20 ოქტომბერს, 23:00 საათზე, "სევილიას" წინააღმდეგ გამართავს.