ჩემპიონთა ლიგის რეკორდები, რომელიც ნიუკასლმა ყარაბაღის განადგურებით დაამყარა
ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალურ დაპირისპირებაში, სადაც აზერბაიჯანულმა ყარაბაღმა ბაქოში ნიუკასლს უმასპინძლა, სტუმარი გუნდის სრული დომინაციით წარიმართა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 1:6 დაფიქსირდა.
ყველაზე საინტერესო ის ფაქტი იყო, რომ ნიუკასლმა ყარაბაღს პირველ ტაიმში 5 უპასუხო გოლი გაუტანა, საიდანაც 4 ენტონი გორდონის ანგარიშზე იყო.
ცხადია, რომ ამ მატჩში ჩემპიონთალიგური რეკორდები გამეორდა და დამყარდა - გთავაზობთ თითოეულ რეკორდს, რომელიც გუშინდელ მატჩში დაფიქსირდა.
ნიუკასლის ჩემპიონთალიგურ ისტორიაში, ენტონი გორდონი ყველა დროის ბომბარდირი გახდა.
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ენტონი გორდონი გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც პირველ ტაიმში პოკერის შესრულება შეძლო - პირველად ეს ყველაფერი ლუის ადრიანომ გააკეთა (2014 წელი - შახტარი Vs. ბატე).
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ნიუკასლი მეორე გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ 5-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა - პირველად ეს ყველაფერი ბაიერნმა შეძლო (2015 წელი - ბაიერნი Vs. პორტო, 5:0).
ასე და ამგვარად, აზერბაიჯანული კლუბის დიდი ჩემპიონთალიგური ზღაპარი მომავალ სამშაბათს დასრულდება - ნიუკასლისა და ყარაბაღის საპასუხო მატჩი 24 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.