ჟიულ კუნდემ მუხლის ტრავმა მიიღო
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს დილით ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ჟიულ კუნდემ მუხლის მარჯვენა გვერდითი ლიგატი დაიზიანა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი 5 კვირას გამოტოვებს. დიდი ალბათობით, ჟიულ კუნდე "რეალთან" შეხვედრასაც გამოტოვებს.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ლაზარეთში რობერტ ლევანდოვსკიც იმყოფება. პოლონელმა თავდამსხმელმა მარცხენა ფეხი დაიზიანა. როგორც ესპანურ მედიაში წერენ აღნიშნული ტრავმის მოშუშებას 1 თვე სჭირდება.