Belive

ფლორენტინო პერესი ელ კლასიკოს არ დაესწრება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოახლოებულ "ელ კლასიკოს" "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.

Marcas-ს თქმით, პერესი "ბლაუგრანას" დირექტორთა საბჭოს სპიკერის მოადგილის, მიკელ კამპსის სიტყვებმა გააღიზიანა. ამ უკანასკნელმა ვინისიუსის მიმართ გაჟღერებულ რასისტულ შეურაცხყოფებზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.

"ეს რასიზმი არ არის. ის სილის გაწვნას იმსახურებს, რადგან მასხარა და პროვოკატორია. რას წარმოადგენს ეს უაზრო დრიბლინგი, ის ამით მხოლოდ მოწინააღმდეგეს აღიზიანებს. - განაცხადა მიკელ კამპსმა

ფლორენტინო სწორედ კამპსის ამ სიტყვების გამო უცხადებს "ელ კლასიკოს" ბოიკოტს. "რეალის" პრეზიდენტს ის ფაქტიც აღიზიანებს, რომ "ბარსელონას" მათი წარმომადგენლის ასეთ სიტყვებზე რეაგირება არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.


სხვა სტატიები