ვიქტორ მუნიოსი: "ბოდიშს ვიხდი ამის გამო, თუმცა გთხოვთ შეწყვიტოთ მუქარები"
2024/25 წლების სეზონში გულშემატკივარმა 4 "ელ კლასიკო" იხილა და აღსანიშნავია, რომ ოთხივე მათგანში გამარჯვებული "ბარსელონა" დარჩა.
11 მაისს გამართული რიგით მე-4 "ელ კლასიკო" სამეფო კლუბის დომინაციით დაიწყო და კილიან მბაპემ ორი გოლის გატანაც შეძლო, მაგრამ "ბლაუგრანამ" თამაში დაატრიალა და 4:3 გაიმარჯვა.
„ელ კლასიკოში“ ახალგაზრდა ფეხბურთელის, ვიქტორ მუნიოსის დებიუტი შედგა, რომელიც კარლო ანჩელოტიმ მოედანზე 88-ე წუთზე შემოიყვანა, მოედანზე შემოსვლიდან რამდენიმე წამში კი მას 100%-იანი საგოლე მომენტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა.
Victor Munoz😱#LIVARS #LFC #AFC #YNWA #EPL #PL #FPL #PremierLeague #Arsenal #Liverpool
— Big Chance Missed (@ChanceMissed) May 11, 2025
pic.twitter.com/sozFaMaNVl
სწორედ ამ აცილების გამო, მის სოციალურ ქსელებში დიდი ამბები მოხდა -კერძოდ, მას გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში თავს დაესხნენ და შეურაცხმყოფელი სიტყვები დაუწერეს, ამ ყველაფერს კი ის დაემატა, რომ 21 წლის ფეხბურთელი მუქარის წერილებს იღებდა, რომ მის ოჯახს გაანადგურებდნენ, რის გამოც მან კომენტარების დაწერაზე წვდომა გააუქმა.
21 წლის ფეხბურთელმა ასევე სოციალურ ქსელში სთორი გამოაქვეყნა, სადაც ბოდიში მოიხადა აცილებული საგოლე მომენტის გამო და ხალხს თხოვნით მიმართა, რომ შეეწყვიტათ მუქარები.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 21 წლის "კასტილიას" წევრი "ბარსელონას" აღზრდილია და მას "ლა მასიას" სკოლა აქვს გამოვლილი.