Belive

ჟერომ როტენმა ფეხბურთელებს ინფანტინოს წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა

5 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჟერომ როტენმა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა. ფრანგის აზრით, წამყვანმა ფეხბურთელებმა თავიანთი გავლენა უნდა გამოიყენონ და ფიფაში ცვლილებების მისაღწევად, ერთობლივი მოქმედებები დაიწყონ. როტენმა ასეთ ფეხბურთელებს შორის, ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ და კილიან მბაპე დაასახელა. როტენი უკიდურეს ზომაზეც ალაპარაკდა - მასობრივი გაფიცვის ორგანიზებაზე, რომელმაც შესაძლოა ინფანტინოს თანამდებობიდან წასვლა აიძულოს.

ფრანგი მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ვარსკვლავებს განსაკუთრებული გავლენა აქვთ და მათი გაერთიანება ფიფას ხელმძღვანელობაზე სერიოზულ ზეწოლას მოახდენდა. როტენის თქმით, ფეხბურთი პირველ რიგში ფეხბურთელებს ეკუთვნით და დაუშვებელია, რომ მათ ამ სიტუაციაში თავიანთი პოზიცია არ დააფიქსირონ.

როტენი მხოლოდ საჯარო განცხადებებით არ შემოიფარგლება. ის ფეხბურთელებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს და 15-დღიანი მასობრივი გაფიცვის იდეასაც აყენებს. მისი აზრით, თუ ფეხბურთელები მასიურად შეწყვეტენ თამაშს, ეს ფიფას ხელმძღვანელობას აიძულებს, მათი მოთხოვნები სერიოზულად განიხილოს. როტენს მიაჩნია, რომ ინფანტინო კომერციულ ინტერესებსა და ფინანსურ სარგებელს, ფეხბურთზე წინ აყენებს, რაც საფრთხეს უქმნის როგორც მოთამაშეთა კეთილდღეობას, ასევე თავად ფეხბურთის მომავალს.

ახლა ყურადღება 2027 წლის ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებისკენ არის მიმართული, რამაც შესაძლოა ინფანტინოს მომავალი და მსოფლიო ფეხბურთის მმართველობაში ძალთა ახალი გადანაწილება გამოიწვიოს.

სხვა სტატიები