ჟერომ როტენი: "ლიგა 1-ში მაგარია, მნიშვნელოვან მატჩებში კი მოედნიდან აქრობენ..."
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "პსჟ"-ს ყოფილი ფეხბურთელი და ამჯერად სპორტული ჟურნალისტი - ჟერომ როტენი, ჩემპიონთა ლიგიდან დედაქალაქური კლუბის გამოვარდნას გამოეხმაურა.
ფრანგმა ფეხბურთელმა ლეო მესი მწვავედ გააკრიტიკა.
"მას არ უნდა ჩვენთან თამაში, ეს მოედანზეც ეტყობა. არც ჩვენ გვსურს მასთან თანამშრომლობა და უნდა დატოვოს კლუბი.
რამდენიმე ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ამბობს, რომ ამ კლუბს კარგად არის შეგუებული, მაგრამ რას ხარ შეგუებული ლეო?! 18 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ "კლერმონის", "ანჟეს" წინააღმდეგ მოხდა და მნიშვნელოვან თამაშებში, როგორიც მაგალითად ჩემპიონთა ლიგაა, მოედნიდან აქრობენ.
ის გვეხუმრება, რადგან ჩვენ ვნახეთ მისი თამაშები მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველამ დავინახეთ თუ რა და როგორ ჩაიდინა მან. შერჩევითი მაისური ცალკე საქმეა, მაგრამ პატივი უნდა სცე იმ კლუბს, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნო ფეხბურთელის იმიჯი და ხელფასი. რა ხელფასსაც ახლა ის იღებს, მხოლოდ "პსჟ"-ს შეეძლო ამის მიცემა.
ახლა პსჟ-ს მესვეურები დედამიწაზე უნდა დაეშვან, რადგან ფიქრობდნენ, რომ მესი დაეხმარებოდათ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში და, ბოლოს და ბოლოს, ის საერთოდ ვერაფერში გვეხმარება..."
შეგახსენებთ, რომ "პსჟ", ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, ორი მატჩის ჯამში "ბაიერნის" წინააღმდეგ 3:0 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.