რუდ გულიტი: "პრობლემა არც მწვრთნელი და ფეხბურთელია - პრობლემა მანჩესტერის სისტემაა"
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა - რუდ გულიტმა, მანჩესტერ იუნაიტედის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბი სულ ტყუილად ეძებს პრობლემას კონკრეტულ ადამიანებში (მწვრთნელებსა და ფეხბურთელებში), პრობლემა მმართველ გუნდსა და სისტემაშია.
"უკვე ბევრი წელია, რაც მანჩესტერი თავის წარუმატებლობას ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს აბრალებს - ხან ვინ გაუშვეს და ხან ვინ მოიყვანეს, თუმცა ის ფეხბურთელები და მწვრთნელები, რომლებიც სხვა გუნდებში ბრწყინვალედ გამოიყურებიან, როგორ შეიძლება მარტო მანჩესტერს ვერ შველოდნენ.
კარგად გადაავლეთ თვალი ბოლო პერიოდს - ანტონი წავიდა და ბეტისში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, რაშფორდი წავიდა და ასტონ ვილაში კარგად ითამაშა, მაკტომინეიზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მის კისერზე პირადი სერია A-არის.
ყველა, ვინც მანჩესტერ იუნაიტედს ტოვებს, მოულოდნელად შესანიშნავად თამაშობს თავის ახალ კლუბში - პრობლემა 100%-ით მანჩესტერ იუნაიტედშია, სისტემასა და შიდა სამზარეულოში." - რუდ გულიტი
რუდ გულიტი ლეგენდარული ნიდერლანდების ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო. მან წლების განმავლობაში: სამპდორიაში, ჩელსიში, პსვში, ჰარლემში, ფეინოორდსა და მილანში ითამაშა, ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში კი 66 მატჩი აქვს ჩატარებული, რა პერიოდშიც 17 გოლის გატანა შეძლო.
რუდ გულიტი 1987 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულია, 1988 წელს კი ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მეორე პოზიცია დაიკავა.