Belive

"ჟან პიერ-პაპენს ჰგავს" - ფრანგი მწვრთნელი მიქაუტაძეზე საუბრობს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

გამოცდილმა ფრანგმა მწვრთნელმა, ჟან-ლუის გარსიამ, რომელიც "სერენის" შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძეს თავკაცობდა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის შესახებ ისაუბრა.

"2021 წლის დეკემბერში, რომელიც მაშინ "მეცის" სპორტული დირექტორი იყო, მთხოვა, რომ ის ფეხბურთელები მიმეღო, რომელთაც ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონდათ. ჩვენ ვიცით, რომ "სერენი" მათი სატელიტური კლუბია. ეს იმ დროს ხდებოდა, როცა კლუბი ბელგიის მეორე ლიგაში იყო და გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, რომელმაც 25 გოლი გაიტანა, ზედა დივიზიონში ასვლის შესაძლებლობა ჰქონდა.

სეზონის დასაწყისში მე ვიწინასწარმეტყველე, რომ მინიმუმ 15-დან 20 გოლამდე გაიტანდა. ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო, რომ ეს ფეხბურთელი ჩვენთან იჯარის წესით თამაშობდა და "მეცში" არ გამოდიოდა.

ამ ბიჭმა მაშინვე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ყველაფრის განხილვის შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ ის ჟან-პიერ პაპენს მაგონებს!

ის სწრაფად შემოდის სივრცეებში, მოძრაობს ჭკვიანურად, მისი მარჯვენა ფეხით დარტყმა თოფის გასროლას ჰგავს. ის ჭკვიანი და ნიჭიერი ბიჭია და უყვარს შრომა.

მას სეზონის სტარტზე პოზიცია შეუცვალეს, თუმცა მიქაუტაძის ადგილი საჯარიმოშია. როცა იმ დროს ფილიპ გაიოს ვესაუბრებოდი, ვუთხარი, რომ ეს ბიჭი რაც შეიძლება მალე უნდა დაებრუნებინათ! ისევე, როგორც აბილ ჯალოუ ან იუსეფ მაზიზი", - თქვა ჟან ლუის გარსიამ.

გიორგი მიქაუტაძეს ყველა ტურნირზე 33 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელშიც 18 გოლის გატანა და 8 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, უშუალოდ ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავას კი 17 გოლით ლიდერობს.

სხვა სტატიები