პსვ-სთან მატჩისთვის გიორგი მიქაუტაძე მზად იქნება
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მიქაუტაძე გამოჯანმრთელდა. ქართველი თავდამსხმელი გუნდთან ერთად იმყოფება და დღეს სრული დატვირთვითაც ივარჯიშა.
🚨Georges Mikautadze has recovered and participated in Ajax's training process fully.
— Geo Team (@Geo__team) October 27, 2023
Georgian striker will be ready for the match against PSV on Sunday ✅ @MikautadzeG pic.twitter.com/sqBn9n231v
როგორც მოგეხსენებათ, გიორგიმ "ბრაიტონთან" გასამართ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო. მეტიც, ის "აიაქსთან" ერთად ინგლისში არ გაფრენილა. ამსტერდამული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციის თანახმად ის ავად იყო და თავს შეუძლოდ გრძნობდა. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა "აიაქსმა" 2:0 დათმო.
შეგახსენებთ, კატასტროფული შედეგების გამო, ამსტერდამული გრანდის მესვეურებმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მორის შტეინი გაათავისუფლეს. რაც შეეხება მიქაუტაძეს - ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში "აიაქსის" მაისური მხოლოდ 4 მატჩში მოირგო.