Belive

ლიონის პრეზიდენტი გალათასარაის პრეზიდენტს ბოდიშს უხდის

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლიონის" პრეზიდენტმა, ჯონ ტექსტორმა, საკმაოდ უხეში განცხადების შემდეგ, რომელიც თურქული გუნდების მისამართით გაავრცელა, ბოდიში მოიხადა.

საქმე ისაა, რომ ამერიკელი ბიზნესმენი ირიბად შეეხო გიორგი მიქაუტაძის "გალათასარაიში" გადასვლის საკითხს და თურქული გუნდების ხელმძღვანელები აუგად მოიხსენია. კონკრეტულად, ჯონ ტექსტორმა თქვა: "რამდენიმე თურქულმა გუნდმა ჩვენი დიდებული ფეხბურთელებისთვის სასაცილო თანხები შემოგვთავაზა, რადგან თვლიდნენ, რომ ჩვენ რთულ მდგომარეობაში ვართ. ვუთხარით, რომ გაე**ათ";

მოგვიანებით, თურქულ მედიაში გაირკვა, რომ ჯონ ტექსტორმა "გალათასარაის" პრეზიდენტს, დურსუნ აიდინ ოზბეკს და ვიცე-პრეზიდენტს, იბრაჰიმ ჰატიპოღლუს დაურეკა და უთხრა, რომ ეს განცხადებები მათ გუნდს არ ეკუთვნის.

გიორგი მიქაუტაძის დამატება "გალათასარაის" რამდენიმე თვეა სურს, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ "ლიონის" ხელმძღვანელობა სასურველ შეთავაზებაზე დაიყოლიონ.

გიორგი მიქაუტაძეს "ლიონში" დაბრუნების შემდეგ ყველა ტურნირზე 23 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 7 გოლი გატანილი, ასევე მის აქტივში საგოლე პასიცაა, რაც შეეხება თავად გუნდს, "ოლიმპიკი" 17 ტურის შემდეგ დაგროვებული 28 ქულით ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები