Belive

ზედიზედ მეორედ - კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეორედ მიიღო. გამოკითხვაში მონაწილეობა რუსეთის პრემიერ ლიგის მწვრთნელებმა, გუნდის კაპიტნებმა, რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჟურნალისტებმა და კომენტატორებმა მიიღეს. ხვიჩა კვარაცხელიამ "რუბინთან" ერთად წელს ევროტურნირების საგზური მოიპოვა. 23 მატჩში 20 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული კლუბი იჩენს. როგორც ცნობილია, ქართველი ტალანტი ინგლისში, იტალიასა და ესპანეთში სურთ. უდიდესი ალბათობით, ხვიჩა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "რუბინს" დატოვებს.

სხვა სტატიები