ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბარსელონა 5 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ,,ბარსელონას'' ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს.
ესპანური მედიის ცნობით, კატალონიელები 5 მოთამაშის - ფრენკ კესის, რაფინიას, მარკოს ალონსოს, ერიკ გარსიასა და ფერან ტორესის გასხვისებას აპირებენ.
ამ ფეხბურთელების გაყიდვა ,,ბარსელონას'' ფინანსური ფეარ-პლეის დაცვაში დაეხმარება, რის შემდეგაც გუნდი ახალი მოთამაშეების გაფორმებას შეძლებს.
,,ბლაუგრანას'' მიმდინარე სეზონში ერთი ტურნირი ფაქტობრივად განაღდებული აქვს - ხავის გუნდი ლა ლიგის 33 ტურის შემდეგ, 82 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ატლეტიკოს'' 13 ქულით უსწრებს.