"ფეიკ ნიუსი, ტოტალური სიცრუე" - არტეტა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
სპორტული გამოცემა Sportbible აქტიურად წერდა, რომ მიკელ არტეტა სეზონის ბოლოს "არსენალიდან" წასვლას განიხილავს და "ბარსელონა" შემდეგი კლუბია, სადაც შესაძლოა ესპანელი მთავარი მწვრთნელი წავიდეს.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, მიკელ არტეტა გამოეხმაურა და სიცრუე უწოდა. არტეტა აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ არასდროს უთქვამს და ლონდონში თავს ბედნიერად გრძნობს.
შეგახსენებთ, ესპანელი სპეციალისტი "არსენალის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, 2019 წლის დეკემბრიდან მუშაობს და ლონდონურ კლუბთან ერთად, ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო.
ფეიკ ნიუსი, ტოტალური სიცრუე. არ ვიცი საიდან გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია - ეს სრული სიცრუეა. ძალიან ვარ გაბრაზებული და ჯერ კიდევ მიჭირს დაჯერება. - მიკელ არტეტა.
🚨 BREAKING — Mikel Arteta on links with Barcelona and his decision to leave Arsenal in June: “Fake news. Totally fake news”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 29, 2024
“I don’t know where it is coming from. It is totally untrue”.
“I am really upset about it. I could not believe it. No source, nothing”. pic.twitter.com/7Ye7gCE1B3