გიუნდოგანმა ბარსელონადან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო
ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემის "Cadena SER"-ის ინფორმაციით, 19 აგვისტოს, დილით, "ბარსელონას" მესვეურებს ილქაი გიუნდოგანთან ჰქონდათ შეხვედრა, სადაც მის მომავალზე ისაუბრეს.
ყველას გასაკვირად, 33 წლის გერმანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კატალონიური გრანდი დატოვოს და კვლავ "სიტიში" დაბრუნება სურს.
🔵🔴 @IlkayGuendogan acepta salir del @FCBarcelona para facilitar al club las inscripciones y hacer espacio en el límite salarial de la plantilla.
— REVOLUTERS (@Revoluterss) August 19, 2024
ℹ️ @carrusel pic.twitter.com/QWA6fUl5Xg
გიუნდოგანის საქმე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო კატალონიაში შაბათ-კვირას, მას შემდეგ, რაც მან მოულოდნელად გამოტოვა ლა ლიგის ახალი სეზონის გახსნითი მატჩი.
ასევე სხვადასხვა ესპანური სპორტული გამოცემები იუწყებიან, რომ "ვალენსიასთან" გიუნდოგანის არ ყოფნას მიკერძოებული ჟურნალისტები, "მონაკოსთან" სახის არეში მიღებული ტრავმით ამართლებდნენ, თუმცა რამდენადაც ცნობილი ხდება, "ბარსელონა" ფეხბურთელზე ზეწოლას ახდენდა, რომ ფეხბურთელს კლუბი დაეტოვებინა.
ამ ყველაფერს კი ემატება ის ფაქტი, რომ ილქაი გიუნდოგანი "ბარსელონას" ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, თუმცა როგორი ანაზღაურებაც მას აქვს, იმ დონეს მოედანზე ვერ დებდა, რის გამოც მისი კლუბიდან წასვლა გადაწყდა.
გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი - ილქაი გიუნდოგანი, "ბარსელონას" ღირსებას 2023/2024 წლების სეზონიდან იცავს, სადაც 51 ჩატარებულ მატჩში 5 გოლის გატანა და 14 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.