ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის გამორჩეული ტრანსფერები
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არაერთი საინტერესო და ძვირადღირებული ტრანსფერი შედგა.
ამ მხრივ გამორჩეული იყო სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეც. ტოპ ლიგებიდან განსაკუთრებით იაქტიურა ,,ნოტინგემ ფორესტმა'', რომელმაც ერთდროულად 7 ფეხბურთელი გაიფორმა.
ყველაზე ძვირადღირებული გარიგება ,,აინტრახტსა'' და ,,პსჟ-ს'' შორის შედგა - პარიზულმა გუნდმა რანდალ კოლო მუანის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც ბონუსების სახით 15 მილიონიც დაემატება.
,,ლივერპულმა'' 40 მილიონი გადაიხადა რაიან გრავენბერხში, რომელიც ,,ბაიერნმა'' შარშან 18,5 მილიონად იყიდა.
კატალონიის ,,ბარსელონამ'' ორი პორტუგალიელი - ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკოდან) და ჟოაო კანსელუ (მანჩესტერ სიტიდან) იჯარით გაიფორმა.
გთავაზობთ 31 აგვისტო - პირველი სექტემბრის გამორჩეულ ტრანსფერებს:
- მატეუს ნუნიეში - ვულვზიდან სიტიში (62 მილიონი ევრო)
- რაიან გრავენბერხი - ბაიერნიდან ლივერპულში (40 მილიონი ევრო)
- კოულ პალმერი - სიტიდან ჩელსიში (47 მილიონი ევრო)
- სოფიან ამრაბატი - ფიორენტინადან მანჩესტერ იუნაიტედში (იჯარა)
- რანდალ კოლო მუანი - აინტრახტიდან პსჟ-ში (75 მილიონი + 15 მილიონი ევრო)
- მეისონ გრინვუდი - მანჩესტერ იუნაიტედიდან ხეტაფეში (იჯარა)
- ჟოაო კანსელუ - სიტიდან ბარსელონაში (იჯარა)
- ჟოაო ფელიქსი - ატლეტიკოდან ბარსელონაში (იჯარა)