"მეტი შანსია დავრჩე თუ League One-ში დაგვაქვეითებენ" - პეპ გვარდიოლა
"მანჩესტერ სიტი" ფინანსური Fair Play-ს დარღვევისთვის 115 საქმეში არის ბრალდებული. 4-წლიანი გამოძიების შემდეგ, "ქალაქელებს" ბრალი 14 წლის განმავლობაში განხორციელებული სავარაუდო დარღვევების გამო წაუყენეს. პრემიერ ლიგის ჩემპიონებს შესაბამისი ორგანოებისთვის ზუსტი ფინანსური ინფორმაციის არ მიწოდებაში ადანაშაულებენ.
იმ შემთხვევაში თუ "მანჩესტერ სიტი" დამნაშავედ ცნეს, გუნდი ქვედა ლიგაში დაქვეითდება. ეს ყოველივე დიდ კითხვის ნიშანს გააჩენს გვარდიოლას მომავალზე. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ესპანელს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.
"ქალაქელთა" თავკაცის განაცხადებით, "სიტის" წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება მას წასვლას ვერ აიძულებს.
ჩვენ იქამდე ვიქნებით უდანაშაულონი სანამ ბრალს არ დაგვიმტკიცებენ. ვიცი ხალხს უნდა, რომ დაგვსაჯონ. ვიცი, ამას ვგრძნობ. თუმცა, გეტყვით, რომ ჩემი მომავალი ამ გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული. პირიქით, მეტი შანსია დავრჩე თუ League One-ში დაგვაქვეითებენ. - განაცხადა პეპ გვარდიოლამ
აღნიშნული გამოძიება კიდევ ორ თვეს გასტანს და საბოლოო ვერდიქტს 2025 წლის ბოლო გამოიტანენ. როგორც თავად "სიტი" ამბობს საკუთარი უდანაშაულობის დასადასტურებლად უტყუარი მტკიცებულებები აქვს.