Belive

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების TOP 10 საუდის არაბეთის პრო ლიგაში

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუდის არაბეთის პრო ლიგის ფეხბურთელების ყოველწლიურ ხელფასებს Capology აქვეყნებს, აღნიშნული საიტი საფეხბურთო გუნდების ფინანსურ მდგომარეობაზე და ფეხბურთელების ხელფასებზე მუდმივად წერს. მათი ინფორმაციით 2024/25 წლების სეზონის დაწყებამდე კრიშტიანუ რონალდუ არაბეთის ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, მეორე კარიმ ბენზემაა, ხოლო მესამე ადგილს ნეიმარი იკავებს.

სრულად, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების TOP 10 ასე გამოიყურება:

  1. კრიშტიანუ რონალდუ ("ალ ნასრი") - 200 მილიონი ევრო

  2. ქარიმ ბენზემა ("ალ იტიჰადი") - 100 მილიონი ევრო

  3. ნეიმარი ("ალ ჰილალი") - 100 მილიონი ევრო

  4. რიად მაჰრეზი ("ალ-აჰლი") - 52,5 მილიონი ევრო

  5. სადიო მანე ("ალ ნასრი") - 40 მილიონი ევრო

  6. კალიდუ კულიბალი ("ალ ჰილალი") - 34,7 მილიონი ევრო

  7. ალექსანდრ მიტროვიჩი - ("ალ ჰილალი") - 25 მილიონი ევრო

  8. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ("ალ ჰილალი") - 25 მილიონი ევრო

  9. ნ'გოლო კანტე ("ალ იტიჰადი") - 25 მილიონი ევრო

  10. აიმერიკ ლაპორტი ("ალ ნასრი") - 24,5 მილიონი ევრო

სხვა სტატიები