Belive

რონალდუ: ,,მანჩესტერ იუნაიტედს პრემიერლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მოგება გაუჭირდება''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ალ ნასრის'' თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ,,მანჩესტერ იუნაიტედზე'' ისაუბრა:

,,დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდს ნათელი მომავალი ელის. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია არა მხოლოდ გუნდში არსებულ ნიჭზე, არამედ რაღაც უფრო მეტზე. საქმე ეხება მთლიანად კლუბს და არა მხოლოდ ფეხბურთელებს. მათ ყველაფერი უნდა აღადგინონ. თუ ასე არ მოხდება, სხვებს კონკურენციას ვერ გაუწევენ, ეს, უბრალოდ, შეუძლებელი იქნება!

დიახ, მანჩესტერს კარგი შედეგის დაფიქსირება შეუძლია, შესაძლოა, ინგლისის ლიგის თასი მოიგონ, მაგრამ, ვგულისხმობ ევროპა ლიგას, ჩემპიონთა ლიგას, პრემიერლიგას... ჩემი აზრით, ამ ტურნირების მოგება მათთვის რთული იქნება. ვისურვებდი, რომ ვცდებოდე, მაგრამ ასე ვფიქრობ.'' - კრიშტიანუ რონალდუ

მიმდინარე სეზონში ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' ევროპა ლიგაზე ასპარეზობს. ტენ ჰაგის გუნდი ევროტურნირზე ,,ტვენტეს'', ,,პორტუს'', ,,ფენერბაჰჩეს'', ,,პაოკს'', ,,ბოდო/გლიმტს'', ,,პლზენს'', ,,რეინჯერსსა'' და ბუქარესტის ,,სტიაუას'' დაუპირისპირდება.

პრემიერლიგის 3 ტურის შემდეგ, ,,წითელ ეშმაკებს'' 3 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციაზე არიან.

სხვა სტატიები