Belive

ნეიმარმა მაიამიში მიწის ნაკვეთი 26 მილიონ დოლარად იყიდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ალ ჰილალის'' შემტევმა, ნეიმარმა, მაიამიში მიწის ნაკვეთი 26 მილიონ დოლარად შეიძინა. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ 32 წლის ფეხბურთელმა კარიერა, შესაძლოა, სწორედ ,,ინტერ მაიამიში'' გააგრძელოს, სადაც მისი ყოფილი თანაგუნდელები - ლეო მესი, ლუის სუარესი, ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი თამაშობენ.

თუმცა, ბოლო პერიოდში ბრაზილიური პრესა იუწყება, რომ ნეიმარი უკვე სამშობლოში დაბრუნებას დათანხმდა და მისი მომავალი კლუბი ,,სანტოსი'' იქნება.

1-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ,,ალ ჰილალის'' სუპერვარსკვლავი მოედანს 21 ოქტომბერს დაუბრუნდა. ბრაზილიელმა დღეს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 30 წუთამდე ითამაშა, თუმცა კვლავ ტრავმა მიიღო და მატჩი 87-ე წუთზე დატოვა.

სხვა სტატიები