ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი - ჩემპიონთა ლიგაზე უნიკალური რეკორდი დამყარდა
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის ლიგის ფაზაში პრაღის სლავია ლონდონის არსენალს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. ამ გამარჯვებით ჩრდილო ლონდონელები ფენომენალურ სვლას აგრძელებენ და 4-დან 4 მოგებით სატურნირო ცხრილის სათავეში არიან. ასევე აღსანიშნავია, რომ მხოლოდ არსენალი და ინტერი არიან გუნდები, რომელთაც ჯერ გოლი არ გაუშვიათ.
ზღაპრული სვლის ფონზე, არსენალმა ჩემპიონთა ლიგის უნიკალური რეკორდიც დაამყარა - რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ შეხვედრაში მონაწილეობა მაქს დოუმანმა მიიღო, რომელიც მხოლოდ 15 წლისაა.
15 წლის 10 თვისა და 3 დღის მაქს დოუმანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ითამაშა. მანამდე აღნიშნული რეკორდი იუსუფა მუკოკოს (16 წელი და 18 დღე) ეკუთვნოდა.