Belive

ხულიან ალვარესი ბარსელონაში სახლს ეძებს

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

TNT Sports Mexico იტყობინება, რომ ხულიან ალვარესის ძმები ბარსელონაში სახლს ეძებენ, რაც აძლიერებს სპეკულაციებს ზაფხულში ატლეტიკოდან ბარსაში გადასვლის შესახებ.

არგენტინელმა ჟურნალისტმა ემილიანო რაჯიმ დაადასტურა, რომ ალვარესის გარემოცვა იკვლევს ვარიანტებს კასტელდეფელსში - ლეო მესის სახლთან ახლოს. 26 წლის თავდამსხმელი, რომელსაც კონტრაქტი 2030 წლამდე აქვს, კვლავ რჩება „ბლაუგრანას“ მთავარ სამიზნედ, რათა საბოლოოდ შეიცვალოს 'მობერებული' რობერტ ლევანდოვსკი. დიდი შანსია, რომ პოლონელი თავდამსხმელი ბარსელონას ახალ პირობებს აღარ დათანხმდება და კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტს აირჩევს.

ბარსას სპორტული დირექტორი დეკუ, ალვარესს იდეალურად მიიჩნევს ჰანსი ფლიკის სისტემისთვის. არგენტინელი ბარსელონას ნომერ პირველი სამიზნეა და ცდილობს ფეხბურთელი არსენალსა და პსჟ-ს არ დაუთმოს - ალვარესისთვის ეს ორი გუნდიც იბრძვის და უფრო მეტიც, როგორც ცნობილია, პარიზულმა გრანდმა პირველი განაცხადი უკვე გაუკეთა ფეხბურთელს.

სხვა სტატიები