ლივერპული სიტისთან შედარებით სუსტი აღმოჩნდა | მამარდაშვილის შეფასება
პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ცენტრალური შეხვედრა 'ეტიჰად სტედიუმზე' ჩატარდა. მანჩესტერ სიტიმ ლივერპული მიიღო და დამაჯერებლად, 3:0 გაიმარჯვა.
ერთი მხრივ ლივერპულისთვის იყო ტესტი, გუნდმა წაგებების შემდეგ რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარა (მათ შორის რეალთან მოგება/1:0), მეორე მხრივ კი საინტერესო იყო რას იზამდა სიტი, გვარდიოლას გუნდი აშკარად უმატებს.
კარში გიორგი მამარდაშვილი იდგა და შეხვედრის მე-13 წუთზე უკვე გმირად წარმოგვიდგა. დოკუზე პენალტი თავად 'აიკიდა', თუმცა ჰოლანდს აუღო და მისთვის ეს უკვე მე-6 მოგერიებული თერთმეტმეტრიანი იყო (ევროპის ტოპ5 ჩემპიონატში/2023-24 წლიდან),
აღებული პენალტის მუხტმა ლივერპულს ვერაფერი მისცა. დოკუ ამ მატჩში დაფრინავდა. ანგარიში მაინც ჰოლანდმა გახსნა - თავურით. პირველი ტაიმის დამთავრებამდე მამარდაშვილის კარში კიდევ ერრთი ბურთი აღმოჩნდა - ამჯერად 'რიკოშეტით' ნიკომ გაიტანა.
მეორეში დოკუმ კლასიკური შედევრი შექმნა - მარჯვენა ფეხზე სრაფად გადაიტანა და შორეულ კუთხეში ჩასვა.
მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილმა პენალტი მოიგერია, დადებითი შეფასება მაინც ვერ მიიღო. გამოცემები SOFASCORE და WHOSCORED ქართველის თამაშს (5.7) და (6.2) ქულებით აფასებენ.
მანჩესტერ სიტი მეორეზეა და არსენალს 4 ქულით ჩამორჩება, ლივერპული კი მერვე ადგილს იკავებს და მანჩესტერ იუნაიტედზე უკანაა.
Defeat. #MCILIV pic.twitter.com/cTXjqMzsbn
— Liverpool FC (@LFC) November 9, 2025