Belive

"ყველაფერს მალე გაიგებთ" - სერხიო რამოსი მექსიკას ტოვებს და კლუბს იცვლის

1 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "სამეფო კლუბის" ლეგენდამ, 39 წლის სერხიო რამოსმა, მექსიკურ კლუბ მონტერეისთან ახალ კონტრაქტზე უარი განაცხადა და მან დაადასტურა, რომ მექსიკის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, იგი მონტერეის დატოვებს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ფეხბურთიდან არსად არ მიდის და სხვა კლუბში თამაში სურს.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი მონტერეიში გასული სეზონიდან ირიცხება, რა პერიოდშიც 30 თამაშის ჩატარება მოახერხა, სადაც 7 გოლის გატანაც მოასწრო. ჯერჯერობით უცნობია მექსიკის დატოვების შემდეგ თუ სად გააგრძელებს კარიერას ლეგენდარული ესპანელი მცველი, თუმცა მან გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ არ იჩქარონ და დაელოდონ მოვლენების განვითარებას.

სერხიო რამოსი "სამეფო კლუბში" 2004/2005 წლების სეზონიდან 2021 წლის ჩათვლით თამაშობდა. მან ამ კლუბის მაისურით 671 მატჩი ჩაატარა, სადაც 101 გოლის გატანა და 40 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

39 წლის მცველმა რეალის მაისურით 4-ჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის, 3-ჯერ უეფას სუპერ თასის, 4-ჯერ ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის, 5-ჯერ ლა ლიგის, 4-ჯერ ესპანეთის სუპერთასის და 2-ჯერ ესპანეთის თასის გამარჯვებული გახდა, დანარჩენი კი უბრალოდ ძალიან დიდი ისტორიაა.

რეალის დატოვების შემდეგ, სერხიო რამოსი პსჟში გადავიდა, მოგვიანებით კი სევილიაში დაბრუნდა, რომელიც გასულ სეზონში დატოვა და შემდეგ მონტერეის მიაშურა.

გარდა საკლუბო ფეხბურთისა, სანაკრებო დონეზე, სერხიო რამოსს ესპანეთის ნაკრებში 180 მატჩი აქვს ჩატარებული და 2-გზის ევროპის ჩემპიონია, 2010 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები