Belive

ნასერ ალ ხელაიფი: "ის არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერშიც 1 მილიარდს გადავიხდიდი"

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ სატრანსფერო ბაზართან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა და ესპანელი ახალგაზრდა ცენტრალური მცველის, პაუ კუბარსის მიმართ აღფრთოვანება გამოხატა.

პარიზული გრანდის პრეზიდენტის თქმით, კუბარსი საოცარი დონისა და ცივსისხლიანი თამაშის მქონე მცველია, რომელიც მიუხედავად თავისი ასაკისა, უკვე მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში იმყოფება. ალ-ხელაიფიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესპანელი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და პარიზელები მომავალში ყველაფერს გააკეთებენ, რათა იგი თავიანთ რიგებში იხილონ.

„პაუ კუბარსი არის ერთადერთი ფეხბურთელი, ვის სანაცვლოდაც 1 მილიარდ ევროს გადავიხდიდი.

ბარსელონაშიც ვადევნებ მის თამაშებს თვალს, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე რაც ვნახე, მისი თამაშის ხარისხმა მთლიანად მომიცვა. ძალიან მაგარი ბიჭია და მომავალში ყველაფერს გავაკეთებ, რომ იგი ჩემს გუნდში აღმოჩნდეს..." - ნასერ ალ-ხელაიფი

ალ-ხელაიფის ასეთი ინტერესი სრულიად ლოგიკურია. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კუბარსიმ ფენომენალური ფეხბურთი ითამაშა და ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო სრულიად დამსახურებულად მიიღო. „ლამასიას“ აღზრდილს უდიდესი პოტენციალი აქვს და ბევრი ექსპერტის აზრით, მას მომდევნო ათწლეულის საუკეთესო ცენტრალურ მცველად ქცევის ყველა პირობა გააჩნია, რაც პარიზელთა მხრიდან ასეთ ინტერესს კიდევ უფრო ბუნებრივს ხდის.

სხვა სტატიები