რაფინია ალკანტარამ 32 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
32 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა - რაფინია ალკანტარამ, 32 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
Gracias por tu fútbol y por defender estos colores con orgullo y compromiso. 💙❤️
— FC Barcelona (@FCBarcelona_es) December 22, 2025
Mucha suerte en esta nueva etapa, @Rafinha. pic.twitter.com/pEBqvtrR9C
რაფინია ალკანტარა ცნობილი კატალონიის ბარსელონადან გახდა, სადაც კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, 3 ლა ლიგა, 5 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის სუპერ თასი და უეფას სუპერ თასი მოიგო - იგი კლუბში 2011-2020 წლებში ირიცხებოდა, თუმცა წლების განმავლობაში: სელტაში, ინტერში და სოსიედადში იყო განათხოვრებული.
მოგვიანებით იგი პსჟ-ში გადავიდა, სადაც 2022 წლამდე თამაშობდა და ჯამში 28 თამაში ჩაატარა, ბოლოს კი კატარს, კერძოდ კი ალ-არაბს მიაშურა და მისი საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
რაფინიამ სანაკრებო დონეზე ბრაზილიის ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარა, ეროვნულ ნაკრებში კი სულ 2 მატჩი ჩაატარა, სადაც 1 გოლის გატანაც შეძლო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგი ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 2016 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.