Belive

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პორტუგალიას მოვუგოთ" - გიორგი მიქაუტაძე

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, სადაც ჩვენმა ნაკრებმა ფრედ 1:1 ითამაშა, პირველი გოლი გიორგი მიქაუტაძემ პენალტის ნიშნულიდან 45+4 წუთზე გაიტანა, ანგარიშის გათანაბრება ჩეხებმა 59-ე წუთზე შეძლეს, კერძოდ ეს პატრიკ შიკმა მოახერხა.

მატჩის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

გამიხარდა, რომ მეორე გოლი გავიტანე. მადლობა ყველა გულშემატკივარს გერმანიაში ჩამოსვლისთვის და გვერდში დგომისთვის. დღეს მოგებაც შეგვეძლო, გვქონდა შესაძლებლობა, რომ მეორე გოლი გაგვეტანა, მაგრამ ხდება ხოლმე ასეთია ფეხბურთი. ახლა მესამე თამაში დაგვრჩა პორტუგალიასთან და ამ თამაშის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. - გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 2 გოლი გაიტანა და მეორე სათამაშო დღის საუკეთესო ბომბარდირებში პირველ ადგილზეა. სულ ჩვენს ნაკრებს 2 გოლი აქვს გატანილი.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებს 26 ივნისს 23:00 საათზე პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ აქვს ჩასატარებელი.

სხვა სტატიები