Belive

კაცი, რომელიც მიქაუტაძეს არ ათამაშებდა, სომხეთის ნაკრების მწვრთნელი გახდა

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

სომხეთის ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. 61 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი, ჯონ ვან'ტ სხიპი მუშაობას პირველი მარტიდან უნდა შეუდგეს.

ეს მწვრთნელი ჩვენთვის იმითაა საინტერესო, რომ 2023/24 წლების სეზონში ამსტერდამის "აიაქსს" წვრთვნიდა, შესაბამისად გიორგი მიქაუტაძის დამრიგებელი იყო, თუმცა გიორგის ის 6 თვე კარგად არ უნდა ახსენდებოდეს, რადგან თითქმის დაკარგული იყო ის დრო, სანამ "მეცში" დაბრუნდებოდა. ვან'ტ სხიპმა მიქაუტაძეს თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა და ქართველი იძულებული გახდა ყოფილ კლუბში გადასულიყო.

ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები ერთმანეთს პლეი ოფში დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი სომხეთში 20 მარტს გაიმართება, საპასუხო შეხვედრას კი 23 მარტს ვუმასპინძლებთ.

სხვა სტატიები