ჯონ ვან'ტ სხიპი: ,,სომხეთის ნაკრებში ჩვენი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარმატეუბლი თამაშია''
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სომხეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან'ტ სხიპმა, საქართველოსთან მატჩის წინ, მისი გუნდის მიზნებზე ისაუბრა:
,,სომხეთის ნაკრებში ჩვენი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული თამაშია. უახლოესი მიზანი კი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ კარგი ასპარეზობა და მათთვის კონკურენციის გაწევაა.
სომეხი ფეხბურთელები? ბოლო 3 კვირის განმავლობაში შიდა ჩემპიონატის არაერთი მატჩი ვნახე. ნაკრებშიც რამდენიმე მოთამაშე მოვიწვიეთ. იმედი მაქვს, სომეხი ფეხბურთელები დონეს კიდევ უფრო აიმაღლებენ და უკეთეს გუნდებშიც გადავლენ.'' - ვან'ტ სხიპი
ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. გუნდებს შორის პირველი მატჩი ხვალ გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.