"ყველა ტიტული გუნდისთვის პრივილეგიაა" - ხვიჩა კვარაცხელია
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პარი სენ-ჟერმენი ფლამენგოს დაუპირისპირდება, შეხვედრა 21:00 საათზე კატარის ქალაქ დოჰაში გაიმართება.
მატჩისწინა დღეს პარიზულმა კლუბმა ვარჯიში გამართა, ამის შემდეგ კი მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა:
ყველა ტიტული როგორც ეს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის მზად ვართ. ეს ამ სეზონში ჩვენი ბოლო შანსია, რომ ტიტული მოვიგოთ, ამიტომ გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
ყველა ტიტული გუნდისთვის პრივილეგიაა. ყველამ ვიცით, რომ კატარი პსჟ-ს მეორე სახლია და ასეთ ატმოსფეროში თამაში შესანიშნავია. ფლამენგო, როგორც მწვრთნელმა გვითხრა შესანიშნავი გუნდია, რთული მატჩი იქნება, ჩვენ 100%-ით მზად უნდა ვიყოთ. - ხვიჩა კვარაცხელია
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ მიმდინარე წელს ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, თასი და უეფას სუპერთასი მოიგო.