Belive

"ყველა გუნდს პატივს ვცემთ, თუმცა, ჩვენ მოედანზე მოსაგებად გავდივართ" - ხვიჩა კვარაცხელია

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღევანდელ საღამოს ხვიჩა კვარაცხელიამ ევროსარბიელზე კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი. ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლიმ" "უნიონ ბერლინი" ერთდარეთი გოლით დაამარცხა. გოლის ავტორი რასპადორი გახდა, რომელსაც საგოლე გადაცემა კვარაცხელიამ გაუკეთა. ხვიჩა მოედანზე ყველაზე გამორჩეული იყო და მატჩის საუკეთესოს ტიტულიც დაიმსახურა.

პირველ ყოვლისა, მოგებითა და მატჩის საუკეთესოს ჯილდოს მიღებით ძალიან ბედნიერი ვარ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს და გამარჯვებები უნდა გავაგრძელოთ. ვფიქრობ, კარგი გადაცემა გავაკეთე, თმცა ყველაზე მთავარია, რომ რასპადორიმ გაიტანა. ყველა გუნდს პატივს ვცემთ, თუმცა, ჩვენ მოედანზე მოსაგებად გავდივართ. - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ

შეგახსენებთ, რომ შემდეგი შეხვედრა "ნაპოლის" 29 ოქტომბერს "მილანის" წინააღმდეგ ელის. ეს დაპირისპირება თბილისის დროით 23:45 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები