"ყოველთვის ბევრს მუშაობდა, მაგრამ..." - სპორტინგის მწვრთნელმა ქოჩორაშვილზე ისაუბრა
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი პროფესიონალურ კარიერას სევილიაში გააგრძელებს.
ქოჩორაშვილის დებიუტი შესაძლოა სან მამესზე, ბილბაოს წინააღმდეგ შედგეს, მანამდე კი ქართველი ნახევარმცველის შესახებ მისმა ყოფილმა მწვრთნელმა ისაუბრა.
გიოს მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ - ის ყოველთვის ძალიან ბევრს მუშაობდა, მაგრამ რამდენიმე ფიზიკური პრობლემა ჰქონდა. სწორედ ამ გარემოებამ შეზღუდა მისი როლი სპორტინგში. ქოჩორაშვილი არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის პატივს სცემდა ჩემს გადაწყვეტილებას და ყოველთვის ბევრს მუშაობდა - მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. - რუი ბორჟესი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგს გასულ წელს შეუერთდა და პორტუგალიური კლუბის მაისურით 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა.