"ყოველთვის ბარსას ფანი ვიყავი" - ჟოაო კანსელო
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
1Para1 Podcast-ში საუბრისას, ჟოაო კანსელომ გულწრფელად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოველთვის "ბარსას" ფანი იყო. 29 წლის პორტუგალიელი მცველი "ბლაუგრანას" გასულ ზაფხულს იჯარის წესით შეუერთდა, თუმცა გუნდში თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია.
კანსელო აღნიშნავს, რომ ადაპტაციის პერიოდმა საკმაოდ მარტივად ჩაიარა, რადგან ბრწყინვალე გუნდში აღმოჩნდა.
ყოველთვის "ბარსას" ფანი ვიყავი. "ბარსელონას" თამაშების ყურებაში ვიზრდებოდი. ადაპტაციის პროცესი საკმაოდ მარტივი იყო, რადგან ეს კლუბი ძალიან მიყვარს. კლუბის დინამიკა საოცრად მომწონს და ჩემთვის აქაურობასთან შეგუება საკმაოდ მარტივი იყო. - ჟოაო კანსელო.
🔵🔴 Cancelo: “I've always been a fan of Barcelona”, told 1Para1 Podcast.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 28, 2023
“I grew up watching Barcelona play. It was easy to adapt because I really like the club”.
“I really like the dynamics of the club and it has been easy, it has been very easy to adapt here”. pic.twitter.com/ovwNGya0jQ
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ჟოაო კანსელომ "ბარსელონას" მაისური 15 შეხვედრაში მოირგო და 2 გოლის გატანაც შეძლო.