ცნობილია, რა ნომრით ითამაშებს იამალი მომავალი სეზონიდან
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ბარსელონას'' ახალგაზრდა ვარსკვლავი, ლამინე იამალი მომავალი სეზონიდან 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 17 წლის ფეხბურთელი აქამდე 27 ნომრით თამაშობდა.
კატალონიური გრანდის ღირსებას ბოლოს ამ ნომრით ვიტორ როკე იცავდა.
,,ბარსელონაში'' 19-ნომრიანი მაისურით არაერთ გამორჩეულ ფეხბურთელს, მათ შორის ლეო მესისაც უთამაშია (2005/2006-2007/2008).
გასულ სეზონში იამალმა ,,ბარსელონას'' შემადგენლობაში ჩატარებულ 50 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Lamine Yamal, el nuevo ‘19’ del Barça
— FC Barcelona (@FCBarcelona_es) July 17, 2024