Belive

იამალი: "გოლებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, თუმცა მიხარია, რომ კრიტიკოსები დავადუმე..."

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 28-ე ტურში, ცენტრალური მატჩი მადრიდში შედგა, სადაც "ატლეტიკომ" "ბარსელონას" უმასპინძლა. ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი კატალონიელების დრამატული გამარჯვებით დასრულდა, რომლითაც ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

მადრიდელები 2:0 იგებდნენ, თუმცა სიტუაცია მოედანზე 72-ე წუთიდან რადიკალურად შეიცვალა, როდესაც ლევანდოვსკიმ სხვაობა შეამცირა, მალევე, 6 წუთში ფერან ტორესმა ანგარიში გაათანაბრა, მატჩის 92-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი ლამინე იამალმა გაიტანა. მატჩს საბოლოო წერტილი კი კვლავ ფერან ტორესმა დაუსვა.

ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, "ბარსელონას" 17 წლის სუპერვარსკვლავმა - ლამინე იამალმა, კრიტიკოსების შესახებ ისაუბრა.

"ზოგადად გოლებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან არასდროს არ ვარ იმაზე კონცენტრირებული, რომ გოლი აუცილებლად მე უნდა გავიტანო.

არა და ასე არასდროს არ ყოფილა. მე არ მიყვარს მხოლოდ ინდივიდუალური თამაში, მე გუნდური მოთამაშე ვარ და ჩემს თანაგუნდელს რომ გოლს ვატანინებ, მაგით უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ.

არასდროს ყურადღებას არ ვაქცევ გოლი გავიტანე თუ არა და თუ გავიტან, როგორ გოლს გავიტან, თუმცა ახლა მშვიდად ვარ, რადგან კრიტიკოსებს სათქმელი არაფერი აღარ აქვთ.

ისინი ხშირად მაკრიტიკებენ, რომ დიდ თამაშებში გოლის გატანა არ შემიძლია და მხოლოდ სუსტ გუნდებთან ვარ ძლიერი - ახლა დაჯდნენ და ჩემს გატანილ გოლს უყურონ..." - ლამინე იამალი

"მეტროპოლიტანოზე" მოგების შემდეგ "ბარსელონამ" 60 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე იმყოფება. ასევე 60 ქულაა "რეალის" აქტივშიც, მაგრამ კატალონიელები "სამეფო კლუბს" ბურთების სხვაობით სჯობნის და თანაც, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ჰანსი ფლიკის გუნდს მომდევნო მატჩი 30 მარტს, 'ჟირონას' წინააღმდეგ ელის. მონჟუიკზე გასამართი შეხვედრა სტარტს 18:15 საათზე აიღებს.

სხვა სტატიები