Belive

"ყოველ წელს მეტი შეხვედრა და ნაკლები დასვენება გვაქვს" - კუნდე

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით იმართება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელებს კიდევ უფრო მეტი მატჩის გამართვა მოუწევთ. ბუნებრივია ამ ყველაფერს თავიდანვე ჰყავდა კრიტიკოსები და ფეხბურთელები უკმაყოფილებას არ მალავენ.

"ბარსელონას" მცველმა ჟიულ კუნდემ ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გაგვიზიარა.

ყოველ წელს მეტი შეხვედრა და ნაკლები დასვენება გვაქვს. მოთამაშეები ამასთან დაკავშირებით 3-4 წელია ვსაუბრობთ მაგრამ, ყურადღებას არავინ გვაქცევს. როგორც როდრიმ თქვა, დადგება დრო როცა გაფიცვა მოგვიწევს. - ჟიულ კუნდე

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" მის პირველ შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში დღეს გამართავს. "ბლაუგრანას" მოწინააღმდეგე "მონაკო" იქნება. შეხვედრა 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები