"კომისიის დასკვნაში შეცდომებია, ჩვენ უდანაშაულოები ვართ!“ - სიტის ოფიციალური განცხადება
15 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ სიტიმ პრემიერლიგის სადისციპლინო კომისიის დასკვნა ოფიციალურად გაასაჩივრა. კლუბის განცხადებით, წარდგენილი ბრალდებები და კომისიის შეფასებები შეიცავს სამართლებრივ და ფაქტობრივ შეცდომებს, ხოლო „ქალაქელების“ მხარეს სრული სიმართლე და უტყუარი არგუმენტებია.
საფეხბურთო კლუბ მანჩესტერ სიტის შეუძლია დაადასტუროს, რომ ხუთშაბათს, 2026 წლის 1 ოქტომბერს, საღამოს 19:00 საათზე, კლუბმა პრემიერლიგის სადისციპლინო საკითხთან დაკავშირებით პრემიერლიგის კომისიის დასკვნის წინააღმდეგ სრული სააპელაციო საჩივარი შეიტანა.
კლუბის მტკიცე პოზიციაა, რომ მრავალ საფუძველზე დაყრდნობით, აღნიშნული დასკვნა შეიცავს კანონის, პრინციპისა და ფაქტების აშკარა არსებით შეცდომებს და არასანდოა.
კლუბი უდანაშაულოა პრემიერლიგის მიერ წაყენებულ ბრალდებებში და არსებობს უტყუარი მტკიცებულებების სრული ერთობლიობა, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენს ყველა პოზიციას ამყარებს.
ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ სამართლებრივი პროცესის პატივისცემას და პროცედურების დასრულებამდე დამატებითი კომენტარებისგან თავს შევიკავებთ. - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში
🚨 OFFICIAL: Manchester City confirm they appeal after PL verdict, stating again they are “innocent”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 2, 2026
“Manchester City Football Club can confirm that at 7pm on Thursday 1st October 2026 the Club lodged its comprehensive Appeal against the opinion of the Premier League… pic.twitter.com/5JglePZ9YH