Belive

ფაბრეგასი: "ბუსკეტსმა მითხრა, რომ მას მწვრთნელობა სურს და დროს ახალგაზრდებს დაუთმობს"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინტერ მაიამის ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი MLS-ის მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს. ესპანელს ამერიკულ გუნდთან კონტრაქტი სწორედ წლის ბოლომდე აკავშირებს.

,,ვგრძნობ, მოვიდა დრო, რომ კარიერა დავასრულო...'' ამბობს ბუსკეტსი ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს და განსაკუთრებულ მადლობას ბარსელონას, ესპანეთის ნაკრებსა და ინტერ მაიამის უხდის.

ბუსკეტსის ფეხბურთიდან წასვლას მისი ყოფილი თანაგუნდელი და ამჟამად კომოს მწვრთნელი - სესკ ფაბრეგასი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი ბუსკეტსს ამ საკითხზე ესაუბრა.

„ის ჩემი მეგობარი და წარმოუდგენელი ადამიანია, ასევე შესანიშნავი ფეხბურთელი.

ვფიქრობ, დრო დადგა მან ადგილი ახალგაზრდებს დაუთმოს, მაგრამ ის ისეთი ფეხბურთელია, რომელიც გამორიცხულია არ შეგიყვარდეს. ისეთი, რომელსაც ვერ ამჩნევ, როცა მოედანზეა, მაგრამ როცა არ თამაშობს, ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია.

დიდი მილოცვა, რადგან ასეთი კარიერის აშენება წარმოუდგენელი იყო. მან ეს საოცრად გააკეთა.

არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მას დღეს ვესაუბრე და მითხრა, რომ სურს კარგი მწვრთნელი დადგეს და უახლოეს პერიოდში იგი საკუთარ თავს ამ საქმეშიც გამოცდის..." - სესკ ფაბრეგასი

ბუსკეტსის დებიუტი ბარსელონას ძირითად გუნდში 2008 წელს შედგა. ნახევარმცველმა კატალონიურ გუნდთან ერთად 2023 წლამდე ითამაშა და 32 ტიტულის მოგება შეძლო. სერხიოს ანგარიშზე ბარსას მაისურით ჩატარებულ 722 შეხვედრაში 18 გოლი და 46 საგოლე გადაცემაა.

ბუსკეტსი 2023 წელს ინტერ მაიამის შეუერთდა, სადაც 105 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 16 ასისტი მიითვალა.

37 წლის ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.

სხვა სტატიები