ხვიჩა მსოფლიო ტალანტების გვერდით - კვარაცხელია 34-ე ადგილზეა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფრანგულმა გამოცემა L'equipe-მა საუკეთესო 20 წლამდე ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, სადაც, ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულოდ, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. ახალგაზრდა ქართველმა ვინგერმა 50 ტალანტს შორის 34-ე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი ერთადერთია, ვინც რუსეთის ჩემპიონატიდან აღნიშნულ სიაში მოხვდა. რაც შეეხება ლიდერს, პირველი ადგილი "ბარსელონას" ფეხბურთელმა ანსუ ფატიმ დაიკავა. ფრანგულმა გამოცემამ მე-2 ადგილი ედუარდო კამავინგას მიანიჭა, მესამე პოზიცია კი რაიან გრავენბერხს ერგო.
სრული სია ასე გამოიყურება:
L'Equipe have ranked the best 50 young players in world football (born 2001 or after). pic.twitter.com/zbV4BAw2Wc— Colin Millar (@Millar_Colin) February 12, 2021