Belive

Sportskeeda-მ კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში შეიყვანა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ოქროს ბურთი ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზია. აღნიშნულ ჯილდოს სეზონის ბოლოს საუკეთესო მოთამაშეს ფრანგული ჟურნალი France Football გადასცემს. გამარჯვებული მედიის, ეროვნული ნაკრების კაპიტნებისა და მწვრთნელების ხმებით ვლინდება.

ამ ჯილდოს უკანასკნელი გამარჯვებული "რეალის" თავდამსხმელი ქარიმ ბეზნემაა. ჯერ ადრეა, თუმცა, ნელ-ნელა იკვეთება თუ, ვინ იქნებიან 2023 წლის ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ჩართულნი.

ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ Sportskeeda-მ იმ ფეხბურთელების ათეული გამოაქვეყნა, რომელთაც ყველაზე მეტი შანსი აქვთ 2023 წელს ოქროს ბურთი მოიგონ. საინტერესოა, რომ ამ ათეულში ხვიჩა კვარაცხელიაც შევიდა და მე-9 პოზიციას იკავებს.

"ქართველი ევროპაში გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველმა გარემარბმა სერია A-ში დიდი ფურორი მოახდინა და გულშემატკივარმა მას მეტსახელად "კვარადონა" შეარქვა. მან საკუთარი მომხიბლავი უნარებითა და თანმიმდევრულობით გააკვირვა, როგორც გულშემატკივრები, ისე ექსპერტებიც. მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა "ნაპოლის" მაისურით, ყველა ტურნირზე, 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს წარუმატებლობა შეაფერხებს მის შანსებს, მაგრამ კვარაცხელია კვლავ რჩება ოქროს ბურთისთვის რბოლაში." - წერს Sportskeeda.

ასე გამოიყურება 2023 წლის ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატების სია:

10. ვიქტორ ოსიმენი ("ნაპოლი")

9. ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი")

8. ლუკა მოდრიჩი ("რეალი")

7. კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი")

6. ვინისიუს ჟუნიორი ("რეალი")

5. ნეიმარი ("პსჟ")

4. რობერტ ლევანდოვსკი ("ბარსელონა")

3. ერლინგ ჰოლანდი ("მანჩესტერ სიტი")

2. კილიან მბაპე ("პსჟ")

1. ლიონელ მესი ("პსჟ")

სხვა სტატიები